შრომის უსაფრთხოების ტრენინგი
უსაფრთხო სასწავლო გარემოს შექმნა და შრომის უსაფრთხოების კულტურის გაძლიერება ახალი პროფესიული კოლეჯისთვის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას წარმოადგენს. საგაზაფხულო მიღების მსმენელებისა და პროგრამების განმახორციელებელი პერსონალისთვის გაიმართა საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრა, რომელიც მიეძღვნა ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოებასა და საგანგებო ვითარებებში სწორი მოქმედების პრინციპებს.
მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია:
ხანძრის პრევენციისა და რისკების შემცირების პრაქტიკულ მიდგომებზე;
საგანგებო შემთხვევების დროს სწრაფი და ორგანიზებული რეაგირების მნიშვნელობაზე;
უსაფრთხოების პირველადი საშუალებების დანიშნულებასა და გამოყენების წესებზე;
დაწესებულებაში უსაფრთხოების ნორმების დაცვის მნიშვნელობასა და თითოეული ადამიანის პასუხისმგებლობაზე.
უსაფრთხო გარემო სწავლების პროცესის განუყოფელი ნაწილია - ცოდნასა და პრაქტიკულ უნარებთან ერთად, პროფესიულ განათლებაში მნიშვნელოვანია იმ გარემოს შექმნა, სადაც თითოეული მონაწილე თავს დაცულად და ინფორმირებულად გრძნობს.