Skip to main content

პროფესიული კოლეჯის „სახელობო სკოლის“ ისტორია

პროფესიული კოლეჯისახელობო სკოლადაფუძნდა 2010 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის თანადგომითა და ლოცვა-კურთხევით.

შენობა, რომელშიც დაწესებულება განთავსდა, სახელმწიფოს მხარდაჭერით გადაეცა საქართველოს საპატრიარქოს, - კეთილმოეწყო, აღიჭურვა და მოიპოვა ავტორიზებული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი. ამავე წლის გაზაფხულზე კოლეჯი საზეიმოდ გაიხსნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის მიერ.

2010-2017 წლებში, კოლეჯმა წარმატებით განახორციელა სხვადასხვა მიმართულების საგნობრივი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები.

ავტორიზაციის პირველი ვადის ამოწურვის შემდეგ, 2018 წელს, დაწესებულებას მეორედ მიენიჭა ავტორიზებული სტატუსი და დაიწყო მოდულური პროფესიული პროგრამების განხორციელება. პარალელურად, დაინერგა პროფესიული მომზადების პროგრამები, რომელთა წარმატებით სწავლების შედეგად, 2021 წლიდან კოლეჯი სრულად გადავიდა მოკლევადიანი პროგრამების განხორციელებაზე.

დამფუძნებლის გადაწყვეტილებით, 2023 წლიდან ორგანიზაციის მმართველ ორგანოდ განისაზღვრა საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდილაზარე“, რომელსაც მრავალწლიანი გამოცდილება აქვს სახელობო მიმართულების პროექტების განხორციელებაში. ფონდის მიერ წლების განმავლობაში წარმატებით შესრულებულმა საქმიანობამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა სახელობო განათლების განვითარების საქმეში და თავის დროზე სწორედ ამ გამოცდილებამ შექმნა პროფესიული კოლეჯისსახელობო სკოლისდაფუძნების იდეური საფუძველი.

ამჟამად, ფონდილაზარე“, სახელობო მიმართულების პროფესიული განათლების პროექტის ფარგლებში, პროფესიული კოლეჯისსახელობო სკოლისბაზაზე ახორციელებს შემდეგ პროფესიული მომზადების პროგრამებს:

ტიხრული მინანქრის ნაკეთობების დამზადება;
მხატვრული მინის მცირე და საშუალო ნაკეთობათა ფიუზინგი;
ქალის მსუბუქი ტანსაცმლის კერვა.

დაწესებულება განთავსებულია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობილ ინფრასტრუქტურულ გარემოში. კოლეჯს გააჩნია სრულყოფილი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, ბიბლიოთეკა, თანამედროვე აპარატურითა და ტექნოლოგიებით აღჭურვილი სასწავლო სახელოსნოები, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სასწავლო პროცესის ეფექტიან წარმართვას, პროფესიული უნარების განვითარებასა და შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი კვალიფიციური კადრების მომზადებას.

პროექტის ფარგლებში, მიმდინარე სასწავლო პროცესის პარალელურად, ააიპ მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრთან თანამშრომლობით, სწავლება ასევე ხორციელდება  . რუსთავის №5 და №17 პენიტენციურ დაწესებულებებში, სადაც კოლეჯის მიერ მოწყობილია თანამდროვე ტიპის მუდმივმოქმედი ტიხრული მინანქრისა და მინის მხატვრული დამუშავების სახელოსნოები; აქ მსჯავრდებულებს შესაძლებლობა ეძლევათ, დაეუფლონ პრაქტიკულ და მოთხოვნად პროფესიულ უნარებს. სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ კი საქმიანობას აგრძელებენ უშუალოდ სახელოსნოებში, დამოუკიდებლად ქმნიან სხვადასხვა სახის მხატვრულ ნამუშევრებს და ავითარებენ პროფესიულ გამოცდილებას. მათ მიერ შექმნილი პროდუქცია გამოირჩევა მაღალი ხარისხითა და შემოქმედებითი ღირებულებით, რაც ნათლად ადასტურებს პროგრამის ეფექტიანობას, ასევე ხელს უწყობს მათ თვითდასაქმებას და საკუთარი შემოსავლების მიღებას. 

პროფესიული კოლეჯისახელობო სკოლა“, საქველმოქმედო ფონდლაზარეს“ სახელობო-პროფესიული პროექტის ფარგლებში, აგრძელებს პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის გაფართოებასა და სახელობო მიმართულებების განვითარებას. დაწესებულების საქმიანობა ემსახურება, როგორც კვალიფიციური სპეციალისტების მომზადებას, ისე საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის სოციალური და ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობას. კოლეჯის მრავალწლიანი გამოცდილება, თანამედროვე სასწავლო გარემო და პრაქტიკულ შედეგებზე ორიენტირებული მიდგომა ქმნის მყარ საფუძველს პროფესიული განათლების სფეროში მისი მნიშვნელოვანი როლისა და წარმატებული განვითარებისათვის.