სასწავლო პროცესი ახალ პროფესიულ კოლეჯში
ახალი პროფესიული კოლეჯის საგაზაფხულო მიღების ფარგლებში, პროფესიული მომზადების პროგრამებზე - ,,ქალის მსუბუქი ტანსაცმლის კერვა“, „ტიხრული მინანქრის ნაკეთობების დამზადება“ და „მხატვრული მინის მცირე და საშუალო ნაკეთობების ფიუზინგი“ - სასწავლო პროცესი აქტიურად და დიდი ინტერესით მიმდინარეობს. 
ჩვენი კოლეჯი ორიენტირებულია ხარისხიან პროფესიულ განათლებაზე, თანამედროვე პრაქტიკულ სწავლებასა და თითოეული მსმენელის პროფესიულ განვითარებაზე.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერ მსურველს ჰქონდეს შესაძლებლობა შეიძინოს მოთხოვნადი პროფესია, განივითაროს საკუთარი უნარები, დასაქმდეს და ჩამოყალიბდეს წარმატებულ პროფესიონალად.
სწავლა, გამოცდილება და პროფესიული ზრდა - ეს არის გზა უკეთესი მომავლისკენ.
ჩვენ კი მზად ვართ, ეს გზა თითოეულ სტუდენტთან ერთად გავიაროთ. 