Skip to main content

ხის დეკორატიული და პრაქტიკული გამოყენების ნაკეთობების დამზადება

პროგრამის მოკლე აღწერა

პროფესიული მომზადების პროგრამა განკუთვნილია ყველა დაინტერესებული სრულწლოვანი პირისთვის, რომელსაც აქვს საბაზო განათლება და სურს მოკლე დროში შეიძინოს ხის დამუშავებისა და დეკორატიული და პრაქტიკული დანიშნულების ნაკეთობების დამზადებისთვის საჭირო ცოდნა და უნარ-ჩვევები. პროგრამაზე ჩარიცხვისთვის წინასწარი პროფესიული გამოცდილება არ მოითხოვება.

პროგრამის მიზანი

პროგრამის მიზანია მსმენელებში სამუშაო უსაფრთხოების წესების დაცვის კულტურის, ხის დამუშავების ძირითადი ტექნოლოგიური და პრაქტიკული უნარების, ასევე ესკიზირებისა და ორნამენტული კომპოზიციების შექმნის უნარის განვითარება. პროგრამა მიზნად ისახავს სხვადასხვა ტიპის ხის მასალასთან მუშაობის პრაქტიკული გამოცდილების შეძენასა და მცირე და საშუალო ზომის დეკორატიული და ფუნქციური ნაკეთობების დამოუკიდებლად დამზადების უნარის ჩამოყალიბებას.

პროგრამის ფარგლებში მსმენელები შეისწავლიან:

·       სამუშაო გარემოში უსაფრთხოების წესების დაცვას;

·       ესკიზების შექმნას, ორნამენტირებასა და ესკიზების მასალაზე გადატანას;

·       ხის დამუშავების ძირითად ტექნოლოგიებს;

·       მცირე და საშუალო ზომის დეკორატიული და პრაქტიკული დანიშნულების ხის ნაკეთობების დამზადებას.

პროგრამის ხანგრძლივობა: 12 კვირა (135 საათი). კვირეული საათობრივი დატვირთვა - 8-15 საათი.

სწავლების ფორმა: პროგრამა აერთიანებს თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა პრაქტიკული უნარ-ჩვევებისა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარის განვითარებას. სასწავლო პროცესი მიმდინარეობს კოლეჯის შესაბამისი ტექნიკითა და ინვენტარით აღჭურვილ სახელოსნოში.

დასაქმების შესაძლებლობები: პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს შეეძლება დასაქმდეს შესაბამისი პროფილის საწარმოებსა და სახელოსნოებში, დამოუკიდებლად დაიწყოს პროფესიული საქმიანობა ან შექმნას საკუთარი მცირე ბიზნესი.

სერტიფიკატი: პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების წარმატებით დადასტურების შემდეგ კურსდამთავრებულს გადაეცემა სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატი დანართით.

საკონტაქტო ინფორმაცია

ა(ა)იპ პროფესიული კოლეჯი „სახელობო სკოლა“

მისამართი: ქ. თბილისი, სოფელი დიღომი, დავით აღმაშენებლის ქუჩა №52

ტელეფონი: 585 89 03 20

ელ. ფოსტა: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.