სასწავლო-საინფორმაციო ტრენინგები თემაზე „მეწარმეობა და რეგულაციები“
11 და 19 დეკემბერს ახალ პროფესიულ კოლეჯში პროფესიული მომზადების პროგრამების მსმენელებისთვის ჩატარდა სასწავლო-საინფორმაციო ტრენინგები თემაზე - „მეწარმეობა და რეგულაციები“.
ტრენინგების მთავარი მიზანი იყო კურსდამთავრებულებისთვის მეწარმეობის სფეროში საბაზისო ცოდნის გაღრმავება და პრაქტიკული უნარების განვითარება, რაც მათ მომავალში საკუთარი საქმიანობის დაწყებასა და მართვაში დაეხმარებათ. მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია მეწარმეობის არსის, ბიზნესიდეის ჩამოყალიბების ეტაპების, სამართლებრივი და საგადასახადო რეგულაციების, ასევე მოქმედი ნორმებისა და მოთხოვნების შესახებ.
ტრენინგები ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა, რამაც მსმენელებს შესაძლებლობა მისცა, აქტიურად ჩართულიყვნენ დისკუსიებში, დაესვათ კითხვები და გაეზიარებინათ საკუთარი მოსაზრებები.
აღნიშნული აქტივობები მიზნად ისახავს კურსდამთავრებულთა პროფესიული და მეწარმეობრივი პოტენციალის გაძლიერებას და მათთვის პრაქტიკულად გამოსადეგი ცოდნის მიწოდებას, რაც ხელს შეუწყობს შრომის ბაზარზე მათ წარმატებულ ინტეგრაციასა და დამოუკიდებელი საქმიანობის დაწყებას.