Skip to main content

პროფესიული მომზადების პროგრამების განხორციელების უფლების მოპოვება

სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამების უფლების მიმნიჭებელი საბჭოს გადაწყვეტილებით, (ა)იპ პროფესიულ კოლეჯ „სახელობო სკოლას“ სამი წლის ვადით მიენიჭა შემდეგი პროფესიული მომზადების პროგრამების განხორციელების უფლება:
🔹 ხის დეკორატიული და პრაქტიკული გამოყენების ნაკეთობების დამზადება;
🔹 მსუბუქი სამოსისა და საყოფაცხოვრებო ტექსტილის კერვა;
🔹 მხატვრული მინის ფიუზინგი;
🔹 ტიხრული მინანქრის ნაკეთობების დამზადება.
აღნიშნული გადაწყვეტილება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია კოლეჯის განვითარებისა და პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიმართულებით.