Proficollege

http://www.1canadianantibiotics.com/

კოლეჯის ისტორია

საქართველოს საპატრიარქოს „ახალი პროფესიული კოლეჯი“

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, 2010 წლის მაისში დაფუძნდა და ავტორიზებულ სტატუსში სასწავლო პროცესი დაიწყო წმინდა ექვთიმე ღვთისკაცის სახელობის პროფესიულმა კოლეჯმა.

2017 წლამდე დაწესებულებამ განახორციელა ოფისის-მენეჯერის, ბუღალტრის, კორესპონდენტის, გიდის, მასაჟისტის, ექთნის თანაშემწის, მემინანქრისა და სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტის პროფესიული პროგრამები.

სასწავლო პროცესის სრულყოფილად წარმართვას დიდად შეუწყო ხელი შესაბამისი ტექნოლოგიებითა და ინვენტარით აღჭურვილმა გარემომ, რომელიც საქართველოს საპატრიარქოსა და ადგილობრივი დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით შეიქმნა.

ავტორიზაციის ვადის ამოწურვის შემდგომ, 2018 წელს კოლეჯმა მეორედ მოიპოვა ავტორიზებული დაწესებულების სტატუსი და ახლა უკვე ფუნქციონირებას განაგრძობს  „ახალი პროფესიული კოლეჯის“ სახელით.

მოდულურ საგანმანათლებლო პროგრამებთან ერთად, კოლეჯი ახორციელებს  სასერთიფიკატო მომზადების პროგრამებს და მსმენელებს სთავაზობს მოკლე ვადაში დაუფლონ შრომის ბაზარზე ყველაზე მოთხოვნად პროფესიებს.

„ახალი პროფესიული კოლეჯის“ მისია, არა მხოლოდ საგანმანათლებლო სივრცის შექმნა და პროფესიული ცოდნისა და უნარ-ჩვევების მიღების შესაძლებლობების უზრუნველყოფაა, არამედ კურსდამთავრებულთა დასაქმების თუ თვითდასაქმების ხელშეწყობაც.