Proficollege

http://www.1canadianantibiotics.com/

ბუღალტრის სპეციალობის პროფესიული სტუდენტების პრეზენტაცია

2012 წლის 19 ივლისს, წმინდა ექვთიმე ღვთისკაცის სახელობის პროფესიულ საგანმანათლებლო კოლეჯში ბუღალტრის სპეციალობის პროფესიული სტუდენტების მიერ გაიმართა პრეზენტაცია ბიზნეს-გეგმის შესახებ. წარმოადგინეს შემდეგი თემები: საგადასახადო ვალდებულებების აღრიცხვა, აგროტურიზმი, ტიხრული მინანქრის წარმოების ხარჯთაღრიცხვა და მომსახურების სააგენტო. სტუდენტებმა თამარ ღამბაშიძემ, შალვა გაგნიძემ, დავით ჟღენტმა, ზურაბ ძმიაშვილმა, ნანიკო შოშიტაშვილმა, ბექა ბექაურმა დეტალურად მიმოიხილეს თითოეული თემა და დამსწრე საზოგადოებას გააცნეს ფინანსური აღრიცხვის სისტემა, 

სასწავლო პრაქტიკა სამცხე-ჯავახეთში

2012 წლის 7 ივლისს, წმინდა ექვთიმე ღვთისკაცის სახელობის პროფესიული საგანმანათლებლო კოლეჯის გიდის სპეციალობის პროფესიული სტუდენტები სასწავლო-საწარმოო პრაქტიკაზე სამცხე-ჯავახეთში გაემგზავრნენ. მორიგი ტურისტული მარშრუტი მოიცავდა ვარძიის სამონასტრო კომპლექსის, ხერთვისის ციხისა და საფარის მონასტრის მონახულებას.

აღნიშნული პრაქტიკები პროფესიულ სტუდენტებს დაეხმარება რეალურ ცხოვრებაში გამოსცადონ აკადემიურ გარემოში შეძენილი კომპეტენციები.

ღვინის ტური - პროფესიულ სტუდენტთა პრეზენტაციები

2012 წლის 6 ივლისს, წმინდა ექვთიმე ღვთისკაცის სახელობის პროფესიული საგანმანათლებლო კოლეჯის გიდის სპეციალობის პროფესიულმა სტუდენტებმა წარმოადგინეს საქართველოს სხვადასხვა კუთხის ღვინის ტურები. ასევე დეტალურად ისაუბრეს ქართული ღვინის ისტორიასა და მეღვინეობის უძველეს ტრადიციებზე. აღნიშნეს, რომ ღვინის ტურიზმი სულ უფრო პოპულარული ხდება საქართველოში, რომელიც ტურისტებს საშუალებას აძლევს ეწვიონ ღვინის კომპანიებს, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოინახულონ ადგილობრივი მაცხოვრებლების მარნები, დაათვალიერონ ვენახები და მონაწილეობა მიიღონ რთველში. 

სასწავლო პრაქტიკა კახეთში

012 წლის 23 ივნისს, წმინდა ექვთიმე ღვთისკაცის სახელობის პროფესიული საგანმანათლებლო კოლეჯის გიდის სპეციალობის პროფესიული სტუდენტებისთვის, სასწავლო-საწარმოო პრაქტიკით გათვალისწინებული მორიგი მარშრუტი კახეთში, ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალში ჩატარდა.

კოლეჯის სტუდენტებმა პედაგოგებს გიდობა გაუწიეს და აღნიშნეს, რომ ლაგოდეხის ნაკრძალის ფლორა და ფაუნა ერთ-ერთი ყველაზე მდიდარია მთელი კავკასიის მასშტაბით, აქ შესაძლებელია სხვადასხვა ტურების ორგანიზება: ფრინველებზე დაკვირვება, ისტორიულ-კულტურული ტურები, სამოყვარულო თევზაობა, ტურები ფოტო მოყვარულთათვის და კემპინგი.