Proficollege

http://www.1canadianantibiotics.com/

საქველმოქმედო პროექტი ,,წიგნები სკოლებს"

სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიაქი ხშირად ქადაგებს წიგნიერების დონის ამაღლებაზე და ბრძანებს: „ადამიანის პირველი მეგობარი წიგნი უნდა იყოს. ადამიანი უნდა იყოს მწიგნობარი, ჩვენ უნდა ვკითხულობდეთ წიგნებს... მდგომარეობა საგანგაშოა, ბავშვები წიგნების გარეშე იზრდებიან! სწორედ, მისი უწმიდესობის ქადაგებას ეხმიანება წმიდა ექვთიმე ღვთისკაცის სახელობის პროფესიული კოლეჯის პროექტი სახელწოდებით „წიგნები სკოლებს,“ რომლის მიზანი ახალგაზრდებში წიგნიერების დონის ამაღლება და ანალიტიკური აზროვნების ჩამოყალიბების ხელშეწყობაა.

ტრეინინგი ,,შრომის სამართალი’’

2014 წლის 27-28  თებერვალს 
წმინდა ექვთიმე ღვთისკაცის სახელობის პროფესიულ საგანმანათლებლო კოლეჯის ოფისის მენეჯერის სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს  საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის ტრეინინგში ,, შრომის სამართალი“, რომლის მიზანია სამართლებრივი რეფორმების მხარდაჭერა.

ტრეინინგში მონაწილე პროფესიულ სტუდენტებს საშუალება ქონდათ მიეღოთ ინფორმაცია საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ და მიეწოდათ პრაქტიკული რჩევები.

ლექცია-სემინარი

 წმ. ექვთიმე ღვთისკაცის სახელობის პროფესიული კოლეჯის III საფეხურის პროფესიული სტუდენტებისთვის, ასიცირებულმა პროფესორმა ქ-მა მაკა ფირანიშვილმა ჩაატარა ლექცია-სემინარი შემდეგ თემაზე:
   

   1. საქართველოს მდებარეობა და საზღვრები (ფიზიკური და პოლიტიკური საზღვრები), საქართველოს მდებარეობის გეო-პოლიტიკური მნიშვნელობა. 

   2. საქართველოს მეზობელი სახელმწიფოების ფიზიკურ-გეოგრაფიული მნიშვნელობა და ტურისტული რესურსები.

 

გიდების სასწავლო პრაქტიკული ტური

2013 წლის 30 მარტს ა(ა)ი.პ წმინდა ექვთიმე ღვთისკაცის სახელობის  პროფესიული საგანმანათლებლო კოლეჯის გიდის სპეციალობის სტუდენტებისთვის მოეწყო სასწავლო პრაქტიკული ტური, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებმა მოინახულეს სამთავისი, უფლისციხე და გორი.