Proficollege

http://www.1canadianantibiotics.com/

ლექცია-სემინარი

 წმ. ექვთიმე ღვთისკაცის სახელობის პროფესიული კოლეჯის III საფეხურის პროფესიული სტუდენტებისთვის, ასიცირებულმა პროფესორმა ქ-მა მაკა ფირანიშვილმა ჩაატარა ლექცია-სემინარი შემდეგ თემაზე:
   

   1. საქართველოს მდებარეობა და საზღვრები (ფიზიკური და პოლიტიკური საზღვრები), საქართველოს მდებარეობის გეო-პოლიტიკური მნიშვნელობა. 

   2. საქართველოს მეზობელი სახელმწიფოების ფიზიკურ-გეოგრაფიული მნიშვნელობა და ტურისტული რესურსები.

 

გიდების სასწავლო პრაქტიკული ტური

2013 წლის 30 მარტს ა(ა)ი.პ წმინდა ექვთიმე ღვთისკაცის სახელობის  პროფესიული საგანმანათლებლო კოლეჯის გიდის სპეციალობის სტუდენტებისთვის მოეწყო სასწავლო პრაქტიკული ტური, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებმა მოინახულეს სამთავისი, უფლისციხე და გორი.

წმ. ექვთიმე ღვთისკაცის დაბადებიდან 150 და გარდაცვალებიდან 60 წლისთავისადმი მიძღვნილი მსვლელობა

21 თებერვალს ექვთიმე ღვთისკაცის დაბადებიდან 150 და გარდაცვალებიდან 60 წლისთავთან დაკავშირებით მოეწყო მსვლელობა ვერის ბაღიდან, მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. ღონისძიების ორგანიზებაში სასულიერო პირებთან, საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის წარმომადგენლებთან და ჩოხოსნებთან ერთად მონაწილეობა მიიღო ა(ა)ი.პ წმინდა ექვთიმე ღვთისკაცის სახელობის პროფესიული კოლეჯის სტუდენტებმა და ადმინისტრაციამ. წმინდა ექვთიმეს საფლავთან აღევლინა სავედრებელი პარაკლისი, რომლის დასრულების შემდგომ კოლეჯის სტუდენტებმა გვირგვინით შეამკეს წმინდანის საფლავი.

პროფესიული სტუდენტები გიდების ასოციაციის სააკრედიტაციო გამოცდაზე

6 იანვარს ა(ა)ი.პ წმინდა ექვთიმე ღვთისკაცის სახელობის პროფესიული საგანმანათლებლო  კოლეჯის გიდის სპეციალობის სტუდენტები გიდების ასოციაციის მიერ ჩატარებულ სააკრედიტაციო გამოცდას დასწრნენ. მათ გამოცდილ და პროფესიონალ გიდებთან ერთად მოინახულეს ძველი თბილისის ღირსშესანიშნაობანი - თვალსაჩინოდ ნახეს რა კრიტერიუმებით ფასდება საერთაშორისო სტანდარტული საფეხმავლო გიდი.