Proficollege

http://www.1canadianantibiotics.com/

დასაქმების ხელშეწყობის მიზნით საინფორმაციო შეხვედრა

ახალ პროფესიულ კოლეჯში, კარიერის დაგეგმვისა და პროფორიენტაციის სამსახურის ორგანიზებით, პროფესიული მომზადების პროგრამების (,,ქალის მსუბუქი ტანსაცმლის კერვა“ და ,,ტიხრული მინანქრის ნაკეთობების დამზადება“) მსმენელთა დასაქმებისათვის საჭირო დამატებითი კომპეტენციების გასაძლიერებლად, ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა, რომელზეც განსაკუთრებული ყურადღება მიექცა ეფექტური CV-ის, როგორც ერთ–ერთი მნიშვნელოვანი დოკუმენტის შედგენას.

ტრენინგი თემაზე დოკუმენტბრუნვის ერთიანი ელექტრონული სისტემა (eFlow)

2023 წლის 8 ივნისს, ახალ პროფესიულ კოლეჯში, "დოკუმენტბრუნვის ერთიანი ელექტრონული სისტემის’’ (eflow) დანერგვის მიზნით, ადმინისტრაციის წევრებისთვის ჩატარდა ტრენინგი, რომლის მიზანი იყო ელექტრონული დოკუმენტბრუნვის გამოცდილების გაზიარება და eflow-ს სისტემის დანერგვასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა.
ტრენინგს უძღვებოდა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ტრენერ-კონსულტანტი, ქალბატონი ხათუნა ციხელაშვილი.

განმახორციელებლების ტრენინგი

2023 წლის 2-4 ივნისს, ახალი პროფესიული კოლეჯის მასწავლებლებმა მონაწილეობა მიიღეს პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ ორგანიზებულ ტრენინგში: „სწავლა-სწავლების თანამედროვე მიდგომები პროფესიულ განათლებაში და პროფესიული სტუდენტების მიღწევების შეფასება,

სადაც განხილული იყო ისეთი საკითხები, როგორიცაა:

წიგნის დღე

წიგნის ფესტივალის ფარგლებში, ახალი პროფესიული კოლეჯის საბიბლიოთეკო სივრცეში, გაიმართა "წიგნის დღე". ღონისძიებაზე სტუდენტებმა წარადგინეს მათ მიერ შერჩეული წიგნები და ნაწარმოებები.
25 მაისს კი, - განმახორციელებლებთან და ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ თბილისის წიგნის საიუბილეო, 25-ე საერთაშორისო ფესტივალს.