Proficollege

http://www.1canadianantibiotics.com/

მოწვეული ექიმების ლექცია ტუბერკულოზის შესახებ

2015 წლის 6 თებერვალს წმ. ექვთიმე ღვთისკაცის სახელობის პროფესიულ-საგანმანათლებლო კოლეჯში ტუბერკულოზის სამკურნალო ცენტრიდან მოწვეულმა მაღალკვალიფიციურმა ექიმებმა წაიკითხეს საინფორმაციო-საგანმანათლებლო ხასიათის ლექცია სახელწოდებით ,,რა არის ტუბერკულოზი?“

შეხვედრას ესწრებოდნენ კოლეჯის სტუდენტები, პედაგოგ-მასწავლებლები, ადმინისტრაციის წარმომადგენლები. ლექციის საინფორმაციო ნაწილი გაგრძელდა სტუდენტებთან კითხვა-პასუხის რეჟიმში.

პირველი შუალედური გამოცდები

წმ. ექვთიმე ღვთისკაცის სახელობის პროფესიულ-საგანმანათლებლო კოლეჯში 2015 წლის 20-დან 23 იანვრის ჩათვლით ჩატარდა პირველი შუალედური გამოცდები შემდეგ სპეციალობებზე: ოფისის მენეჯერის, კორესპოდენტის, ბუღალტერიის, მემინანქრის.

გამოცდების მიმდინარეობისას გამოიკვეთა კოლეჯის ადმინისტრაციის, პედაგოგიური კოლექტივისა და სტუდენტების მხრიდან დაკისრებული საქმისადმი პასუხისმგებლური დამოკიდებულება.

პარაკლისი წმინდა ექვთიმე ღვთისკაცის კოლეჯში

2014 წლის 9 დეკემბერს წმინდა ექვთიმე ღვთისკაცის სახელობის პროფესიულ-საგანმანათლებლო კოლეჯში, კოლეჯის დირექტორის თხოვნით და მოწვევით, მობრძანდა მღვდელმონაზონი მირიანი (შენგელია). დალოცა სტუდენტები, პედაგოგები, ადმინისტრაცია. გადაიხადა ღვთისმშობლის პარაკლისი, ჩაატარა ზეთისცხება და გადაიხადა მიცვალებულთა მოსახსენიებელი პანაშვიდი.

ბუღალტერის სპეციალობის პროფესიული სტუდენტების სემინარი

წმ. ექვთიმე ღვთისკაცის სახელობის საგანმანათლებლო კოლეჯში, ბუღალტერის სპეციალობის პროფესიული სტუდენტებისთვის ჩატარდა სემინარი შემდეგ თემებზე:

   1.  აღრიცხვის სახეები;
   2.  ბუღალტრული აღრიცხვის საგანი და მეთოდი;
   3.  ბუღალტრული ბალანსი;
   4.  ბუღალტრული ანგარიშები;
   5.  ბუღალტრული გატარებების შედგენა.