Proficollege

http://www.1canadianantibiotics.com/

სასწავლო-პრაქტიკული ექსკურსია ბორჯომის ხეობაში

სასწავლო ექსკურსიის დროს სტუდენტებმა მოინახულეს: ბორჯომის ეროვნული პარკი, მწვანე მონასტერი, დაბა ბაკურიანი, გაეცნენ დაცულ ტერიტორიასა და პარკში ტურის ჩატარების სპეციფიკას, სამთო-სათხილამურო კურორტზე საჭირო აღჭურვილობასა და სასრიალო ტრასების მრავალფეროვნებას.

წიგნის დღე

წიგნის საჯაროდ კითხვის დღეებთან დაკავშირებით, წიგნის მოყვარულები კოლეჯის სამკითხველო დარბაზში შეიკრიბნენ,
განიხილეს წაკითხული ლიტერატურა და მოაწყვეს დისკუსია.

პრაქტიკული გასვლა სასტუმრო ”ბილტმორში”

პრაქტიკული გასვლა სასტუმრო ”ბილტმორში” ტურისტულ პროექტზე ”ეთნო რალი”
ექსკურსიის ფარგლებში სტუდენტები გაეცნენ საგამოფენო სივრცის მოწყობის საკითხებს, სფეროში განხორციელებულ ახალ თანამედროვე მიდგომებს და სტანდარტებს. მონაწილეობა მიიღეს პროექტის განხილვაში.

სტუმრად სსიპ ილია წინამძღვიშვილის სახელობის პროფესიულ კოლეჯში

ჩვენი კოლეჯის, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის გიდის პროფესიული სტუდენტები, ბატონ რევაზ ბიწკინაშვილის ორგანიზებით, სტუმრად იმყოფებოდნენ სსიპ ილია წინამძღვიშვილის სახელობის პროფესიულ კოლეჯში, სადაც დაათვალიერეს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა,გაეცნენ პროფესიულ პროგრამებს და მოსინჯეს თავიანთი შესაძლებლობები სხვადასხვა პროფესიებში.