Proficollege

http://www.1canadianantibiotics.com/

სასწავლო პროცესის შეჩერება

საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე, კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და რისკის ეფექტიანი მართვის მიზნით, ა(ა)იპ ახალ პროფესიულ კოლეჯში ჩატარდა  სადეზინფექციო სამუშაოები და სასწავლო პროცესი შეჩერდა ა.წ. 16 მარტამდე.

ტრენინგი შრომის უსაფრთხოების უნარ-ჩვევებზე

ა(ა)იპ ახალ პროფესიულ კოლეჯში შრომის უსაფრთხოების სპეციალისტმა ჩაატარა სწავლება-ტრენინგი და სტუდენტებს გააცნო სახანძრო უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციებში მოქმედების წესები.

შემაჯამებელი წერა საოფისე საქმის პროფესიულ სტუდენტებთან

საოფისე საქმის პროფესიული სტუდენტებისთვის ჩატარდა შემაჯამებელი წერა,
დოკუმენტების ძირითადი და დამატებითი რეკვიზიტების, გაფორმების წესების შესახებ.

მასწავლებელთა ხარისხის ამაღლება პროფესიულ განათლებაში

”მსოფლიო ბანკი” საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან თანამშრომლობით და გაერთიანებული სამეფოს (GGF) მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს ”მასწავლებელთა ხარისხის ამაღლება პროფესიულ განათლებაში”
აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო ა(ა)იპ ახალმა პროფესიულმა კოლეჯმა.