Proficollege

http://www.1canadianantibiotics.com/

"საქმისმწარმოებლის" მომზადების პროგრამა - რეგისტრაცია

ახალი პროფესიული კოლეჯი აცხადებს მსმენელთა მიღებას "საქმისმწარმოებლის," პროფესიული მომზადების პროგრამაზე. რეგისტრაციის ბოლო ვადა - 2023 წლის 7 სექტემბერი.
რეგისტრაცია შესაძლებელია შემდეგ ბმულზე:
https://vet.emis.ge/#/training-programs
პროგრამების წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატი.

საწარმოო პრაქტიკა

"ქალის მსუბუქი ტანსაცმლის კერვის" პროფესიული მომზადების პროგრამის მსმენელები, საწარმოო პრაქტიკის ფარგლებში, იმყოფებოდნენ პარტნიორ ორგანიზაცია - სამკერვალო "ლემასში", სადაც ისინი გაეცნენ საწარმოში არსებულ შინაგანაწესს და უსაფრთხოების ნორმებს, შეასრულეს პროფესიული ამოცანები და კოლეჯში მიღებული ცოდნა და უნარები პრაქტიკაში გამოიყენეს.

შემაჯამებელი პრეზენტაცია (შუალედური გამოფენა)

2023 წლის 13 ივლისს, ახალ პროფესიულ კოლეჯში ჩატარდა "ტიხრული მინანქრის ნაკეთობათა დამზადების" და "ქალის მსუბუქი ტანსაცმლის კერვის" მომზადების პროგრამების მსმენელთა მიერ შექმნილი ნამუშევრების შემაჯამებელი პრეზენტაცია (შუალედური გამოფენა). ღონისძიებას უძღვებოდა საქმისმწარმოებლის პროფესიული მომზადების პროგრამის მსმენელთა ჯგუფი, რომლებმაც, თავიანთი პროგრამის პრაქტიკული ნაწილის დადასტურების ფარგლებში, ორგანიზება და ტექნიკური მხარდაჭერა გაუწიეს აღნიშნული გამოფენის ჩატარებას. ღონისძიებას ესწრებოდნენ პარტნიორი ორგანიზაციები და მოწვეული სტუმრები.

მხატვრული მინის მასტერკლასი

2023 წლის 28-29 ივნისს, ახალ პროფესიულ კოლეჯში ჩატარდა მხატვრული მინის ორ დღიანი მასტერკლასი, რომელზეც მონაწილეებს საშუალება მიეცათ თავად შეექმნათ გარკვეული ტიპის მცირე ნაკეთობები, გაცნობოდნენ კოლეჯს და მიეღოთ მეტი ინფორმაცია პროფესიული მომზადების პროგრამა "მხატვრული მინის მცირე და საშუალო ნაკეთობების ფიუზინგის" შესახებ. მასტერკლასს უძღვებოდა პროფესიული მომზადების პროგრამის ,,მხატვრული მინის მცირე და საშუალო ნაკეთობების ფიუზინგი“ – განმახორციელებელი ნინო სიხუაშვილი.