Proficollege

http://www.1canadianantibiotics.com/

სასწავლო-პრაქტიკული ტური პირველი ეტაპი

საქართველოს საპატრიარქოს ახალი პროფესიული კოლეჯის საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის გიდის პროფესიული სტუდენტები იმყოფებოდნენ სასწავლო-პრაქტიკულ ექსკურსიაზე, რომლის ფარგლებში, მეთოდური წესების დაცვით მოახდინეს „ექსკურსიის ჩატარების“ მოდულის შედეგის დადასტურება.

სასწავლო ტური მოიცავდა შემდეგ მარშრუტს: ანანურის ციხე-კომპლექსი, წილკნის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი და ძალისის არქეოლოგიური მუზეუმი.

შედეგების დადასტურების პროცესი - მეორე ეტაპი

საქართველოს საპატრიარქოს ახალ პროფესიულ კოლეჯში, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების სრული დაცვით, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის გიდის პროფესიულ პროგრამაზე შედეგების დადასტურების პროცესი მიმდინარეობს.

შედეგების დადასტურების პროცესი - პირველი ეტაპი

საქართველოს საპატრიარქოს ახალ პროფესიულ კოლეჯში, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების სრული დაცვით სასწავლო პროცესი ნაწილობრივ განახლდა და საოფისე საქმის პროფესიულ პროგრამაზე შედეგების დადასტურების პროცესი მიმდინარეობს.

შეხვედრა პროფესიულ სტუდენტებთან

5 თებერვალს, ა(ა)იპ ახალი პროფესიული კოლეჯის დირექტორისა და პროფესიულ სტუდენტთა შეხვედრა ონლაინ რეჟიმში გაიმართა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების სწავლების ონლაინ რეჟიმში განხორციელებისას არსებულ გამოწვევებსა და სალექციო პროცესში სტუდენტთა აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას.