პროგრამის მიზანი:
პროგრამის მიზანია მოამზადოს და შრომის ბაზარს მიაწოდოს კვალიფიციური მკერავები, რომლებიც შეძლებენ პროგრამის ფარგლებში მიღებული თეორიული ცოდნისა და გამომუშავებული უნარების საფუძველზე ქალის მსუბუქი ტანსაცმლის - ქვედაკაბა, შარვალი, ქალის კოფთა-მასალაში შესრულებას, კერვას. პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს მსმენელებში ისეთი უნარების განვითარებას, რომელიც დაეხმარება მათ დასაქმებაში/თვითდასაქმებაში.
პროგრამის შინაარსი:
• შრომის უსაფრთხოების წესების გაცნობა;
• საკერავი მანქანების ძირითადი მექანიზმები, ძაფის აგების თანმიმდევრობა, გაუმართაობის მიზეზები და მათი აღმოფხვრის გზები;
• მანქანური ნაკერების (შემაერთებელი, ნაპირა და გასაფორმებელი),განაჭერი ნაპირების, ამოღებულობების, ზურგის შეხსნილის შესრულება;
• სატანსაცმელე მასალების და საკერავი ძაფის ასორტიმენტი;
• ქალის ფიგურის ძირითადი ანთროპომეტრიული წერტილები და ზომით ნიშნები, გაზომვის მეთოდიკა;
• ქალის ტანსაცმლის კონსტრუქციული ნახაზის აგების და მისგან თარგის მიღების მეთოდი;
• ტანსაცმელში გამოყენებული ჯიბის, კალთის, საყელოს, ზურგის და სახელოს ტექნოლოგიური დამუშავების მეთოდები;
• ქალის ქვედა კაბის კონსტრუირება, მოდელირება ,თარგის დამზადება, გამოჭრა, ქსოვილის შერჩევა, გაფორმება, ხარისხის კონტროლი;
• ქალის შარვლის კონსტრუირება, მოდელირება ,თარგის დამზადება, გამოჭრა, ქსოვილის შერჩევა, გაფორმება, ხარისხის კონტროლი;
• ქალის კოფთის კონსტრუირება, მოდელირება ,თარგის დამზადება, გამოჭრა, ქსოვილის შერჩევა, გაფორმება, ხარისხის კონტროლი;
შეფასებები:
ზეპირი გამოკითხვა; პრაქტიკული დავალება დაკვირვებით;
ტექნიკური აღწერილობა
პროგრამის ხანგრძლივობაა 16კვირა - 380 საათი. მოიცავს, როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ მეცადინეობას. პროგრამა ითვალისწინებს სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ფორმას და სწავლება ხორციელდება კოლეჯის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ ბაზაზე, ასევე პარტნიორ ორგანიზაციაში - სამკერვალო ატელიეში.
სწავლების ენა: ქართული
მისაღები პროცედურები
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: საბაზო ზოგადი განათლება;
დაინტერესებულმა პირებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ შემდეგ ბმულზე: https://vet.emis.ge/#/training-registration
რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, ჩატარდება გასაუბრება, რომლის დროსაც მსმენელმა უნდა წარმოადგინოს (მატერიალური ან ციფრული სახით) პირადობის მოწმობა და განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
შერჩევის კრიტერიუმები:
• მოტივაცია
• კომუნიკაციის უნარი
• კომპიუტერული უნარ-ჩვევები
სერტიფიკატი
პროგრამის ყველა შედეგის დადასტურების შემდეგ მსმენელებს გადაეცემათ სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატი.
საკონტაქტო ინფორმაცია
ა(ა)იპ ახალი პროფესიული კოლეჯი, ქ. თბილისი, (სოფელი დიღომი), დავით აღმაშენებლის ქუჩა 52
ტელ: 591002025
ელ. ფოსტა: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.