პროგრამის მიზანი:

პროგრამის მიზანია მოამზადოს ტიხრული მინანქრის ნაკეთობების დამზადების სპეციალისტები, რომლებიც შეძლებენ პროგრამის ფარგლებში მიღებული თეორიული ცოდნისა და გამომუშავებული უნარების საფუძველზე ხარისხიანი ნაკეთობების მაღალკვალიფიციურად დამზადებას.

პროგრამის შინაარსი:

• უსაფრთხოების წესების გაცნობა;
• მომინანქრებისთვის გამოყენებული მასალები და მათი ნიშან-თვისები;
• მინანქრის ფხვნილის დამზადების ხერხების აღწერა;
• მომინანქრებისთვის გამოყენებული ლითონის სახეები;
• ტიხრული მომინანქრების ოპერაციების თანმიმდევრობა;
• მომინანქრებისთვის გამოყენებული ინსტრუმენტების, ხელსაწყო-იარაღების, დანადგარების გაცნობა–გამოყენების ინსტრუქციები;
• მინანქრის დასადებად მომზადების ძირითადი ოპერაციების, დადგენილი წესების შესაბამისად შესრულება;
• პალიტრის მომზადების ძირითადი ოპერაციების განხორციელება წესების შესაბამისად;
• მინანქრის დასადებად ფირფიტის დამუშავების ოპერაციების შესრულება დადგენილი წესის შესაბამისად;
• ფუძეზე ტიხრებით კონტურული ნახატის შექმნის ოპერაციების, წესების ზუსტი დაცვით შესრულება;
• მინანქარის ტიხრებში განთავსების ოპერაციების თანმიმდევრულად და წესების ზუსტი დაცვით განხორციელება;
• ნიმუშისთვის დასრულებული სახის მიცემის ძირითადი ოპერაციების, თანმიმდევრულად და წესების დაცვით განხორციელება;
• მომინანქრების ოპერაციების ხარისხის დადგენილი წესების მიხედვით შემოწმება;
• შესრულებული ოპერაციების დეფექტების და ხარვეზების დადგენილი წესის შესაბამისად შესწორება;
• ესკიზის შესაბამისად, ტიხრული მინანქრის ნამუშევარის (სამკაული ან სუვენირი) შექმნა ბრტყელ ზედაპირზე.
• ესკიზის შესაბამისად ტიხრული მინანქრის ნამუშევარის (სამკაული ან სუვენირი) შექმნა მოცულობითი ზედაპირზე;

შეფასებები:

წერითი მეთოდი - ტესტი ან/ ზეპირი გამოკითხვა; პრაქტიკული დავალების შეფასება;

ტექნიკური აღწერილობა

სწავლის ხანგრძლივობა: 12 კვირა (3 თვე) - 120 საათი. მოიცავს, როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ მეცადინეობას. პროგრამა ითვალისწინებს სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ფორმას.
სწავლების ენა: ქართული

მისაღები პროცედურები

პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: საბაზო ზოგადი განათლება;

დაინტერესებულმა პირებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ შემდეგ ბმულზე: https://vet.emis.ge/#/registration

რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, ჩატარდება გასაუბრება, რომლის დროსაც მსმენელმა უნდა წარმოადგინოს (მატერიალური ან ციფრული სახით) პირადობის მოწმობა და განათლების დამადასტურებელი დოკუმნეტი;

შერჩევის კრიტერიუმები:

• მოტივაცია
• კომუნიკაციის უნარი
• კომპიუტერული უნარ-ჩვევები

სერთიფიკატი

პროგრამის ყველა შედეგის დასრულების შემდეგ, მსმენელებს გადაეცემათ სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატი.

საკონტაქტო ინფორმაცია

ა(ა)იპ ახალი პროფესიული კოლეჯი, ქ. თბილისი, (სოფელი დიღომი), დავით აღმაშენებლის ქუჩა 52

ტელ: 591002025

ელ. ფოსტა: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.