კოლეჯის სტუდენტების შეხვედრა ფსიქოლოგთან

2012 წლის 21 მაისს, ა(ა) იპ წმინდა ექვთიმე ღვთისკაცის სახელობის პროფესიულ საგანმანათლებლო კოლეჯის საკონფერენციო დარბაზში, მოეწყო შეხვედრა ფსიქოლოგიის დოქტორთან ქალბატონ თეა გოგოტიშვილთან.
როგორც კოლეჯის დირექტორმა ბატონმა რეზო შარაბიძემ აღნიშნა, სასწავლებელი ზრუნავს არამარტო სტუდენტების პროფესიონალებად ჩამოყალიბებაზე, არამედ ახორციელებს სხვადასხვა ღონისძიებებს ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დასამკვიდრებლად. შეხვედრაც სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა.