
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ექვთიმე ღვთისკაცის სახელობის პროფესიული საგანმანათლებლო კოლეჯში 2014 წლის 7 მაისს საქართველოში მიმდინარე ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში ჩატარდა სემინარი თემაზე: ნარკომპანია თანამედროვე რეალობაში.
სემინარი ჩატარდა კოლეჯის პედაგოგის - ექიმ-თერაპევტი, ქალბატონი ლია ნადარეიშვილის ხელმძღვანელობით.
თემის განხილვისას ყურადღება გამახვილდა იმაზე, თუ რას წარმოადგენს ნარკომანია, რა სახის ნარკოტიკების მიმოქცევა და მოხმარება ხდება მსოფლიოში, როგორია ნარკოტიკების დამღუპველი მოქმედება ადამიანის ორგანიზმზე და რა საფრთხე ემუქრება მომავალ თაობასა და მთლიანად ქვეყანას.