Proficollege

http://www.1canadianantibiotics.com/

საზოგადოებრივი კოლეჯის სტატუსის მინიჭება

2018 წლის 12 მარტს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში ჩატარდა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს სხდომა.
საბჭოს გადაწყვეტილებით,  ა(ა)იპ ახალ პროფესიულ კოლეჯს 6 წლის ვადით მიენიჭა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი (საზოგადოებრივი კოლეჯი) და მიეცა უფლებამოსილება განახორციელოს შემდეგი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები: საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის გიდი (IV საფეხური), საოფისე საქმე (IV საფეხური), ღონისძიების ორგანიზება (IV საფეხური).

საქართველო-ბელორუსის ბიზნეს-ფორუმი

ფორუმის ფარგლებში,  ქალაქ მინსკის აღმასრულებელი კომიტეტის და თბილისის მერიის ორგანიზებით მოეწყო სექცია  -,,თანამედროვე მინსკი და თბილისი“, რომელზეც  სტუმრად მიწვეული იყო  საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდ ,,ლაზარეს“  მიერ  დაფუძნებული ,,ახალი პროფესიული კოლეჯი“ და ,,ფერმერთა სკოლა“. სექციაზე    წარმოდგენილი იყო სხვადასხვა თემატიკა : თბილისისა და მინსკის ეკონომიკა,  ტურიზმი,  საკვები მრეწველობა (მათ შორის სოფლის მეურნეობის) და სხვა. 

მოდულურ-საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვა

ახალ პროფესიულ კოლეჯში დასრულდა ავტორიზაციასთან დაკავშირებული სამუშაოები. შეტანილი განაცხადის საფუძველზე, დაწესებულებას მიენიჭა ავტორიზაციის მაძიებლის სტატუსი,  ხოლო 26,27 და 28 დეკემბერს განხორციელდა ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის ვიზიტი.
ახალი პროფესიული კოლეჯი ავტორიზაციის პროცესის დასრულების შემდეგ გეგმავს სწავლება განახორციელოს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის გიდის, ოფისის მენეჯერის და ღონისძიების ორგანიზების პროფესიულ მოდულურ-საგანმანათლებლო პროგრამებზე.

ავტორიზაციის პროცესი

წმინდა ექვთიმე ღვთისკაცის სახელობის პროფესიულ კოლეჯში, რამდენიმე თვეა მიმდინარეობდა სარემონტო სამუშაოები - ახალი ინვერტარისა და ტექნიკის განახლება, სასწავლო გარემოსთვის საჭირო რესურსებით მომარაგება, პარალელურად, ინტენსიურად ვმუშაობთ მოდულური-საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვისათვის.
განახლებულ გარემოს, დამფუძნებლის გადაწყვეტილებით, კოლეჯი ახალი სახელით ხვდება და 2017 წლის 12 ივლისიდან ახალ პროფესიულ კოლეჯად იწოდება.