სასწავლო პრაქტიკა მცხეთის რეგიონში

2012 წლის 8 დეკემბერს, ააიპ წმინდა ექვთიმე ღვთისკაცის სახელობის პროფესიულ საგანმანათლებლო კოლეჯის გიდის სპეციალობის პროფესიულმა სტუდენტებმა მოაწყვეს სასწავლო ტური მცხეთაში - მოინახულეს სვეტიცხოველი, ჯვრის მონასტერი, შიო-მღვიმე, სამთავროს დედათა მონასტერი და სამთავროს ველი (სამაროვანი აკლდამები), სადაც მომავალმა გიდებმა განიხილეს აღნიშნული ძეგლების მნიშვნელობა, ისტორია, ხუროთმოძღვრული განვითარების ეტაპები და არქეოლოგიის საკითხები.