Proficollege

http://www.1canadianantibiotics.com/

„ქართულენოვანი რელიგიური ტურის გიდის“ პროფესიული მომზადების პროგრამა - რეგისტრაცია

საქართველოს საპატრიარქოს „ახალი პროფესიული კოლეჯი“ აცხადებს მსმენელთა რეგისტარაციას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის გიდის პროფესიული მომზადების პროგრამაზე.

დაშვების წინაპირობა: სრული ზოგადი განათლება
სწავლის ხანგრძლივობა: 12 კვირა (3 თვე)
სწავლების ფორმა: დისტანციური

პროფესიული დიპლომების გადაცემა

დასრულდა სწავლება, საქართველოს საპატრიარქოს ახალი პროფესიული კოლეჯის „საოფისე საქმის“ პროფესიულ პროგრამაზე.

საკვალიფიკაციო კომისიის გადაწყვეტილებით, კურსდამთავრებულებს მიენიჭათ საშუალო პროფესიული კვალიფიკაცია საოფისე საქმეში და 2021 წლის 28 დეკემბერს,  16  პირს გადაეცა პროფესიული დიპლომი.

ახალი სასწავლო წელი საქმისმწარმოებლის პროფესიული მომზადების პროგრამაზე

ა(ა)იპ ახალმა პროფესიულმა კოლეჯმა დაიწყო საქმისმწარმოებლის მომზადების პროგრამის განხორციელება.

ჩარიცხული მსმენელები, პროგრამის ფარგლებში მიიღებენ თეორიულ ცოდნას და გამოიმუშავებენ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს საოფისე საქმიანობის დარგში. კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ კი გადაეცემათ სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერთიფიკატი.

სასწავლო-პრაქტიკული ექსკურსია მესხეთში

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის გიდის პროფესიულ სტუდენტთა ჯგუფი, სასწავლო  ექსკურსიით იმყოფებოდა სამხრეთ საქართველოში.

სტუდენტებმა პრაქტიკული ექსკურსია ჩაატარეს და მოინახულეს: ვარძიის სამონასტრო კომპლექსი, ვანის ქვაბები, ხერთვისის ციხე, ხვილიშის წმინდა გიორგის ეკლესია.