Proficollege

http://www.1canadianantibiotics.com/

სასწავლო–პრაქტიკული ტური დასავლეთ საქართველოში

ა(ა)იპ ახალი პროფესიული კოლეჯის საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის გიდის პროფესიულმა სტუდენტებმა წარმატებით დაასრულეს 2021 წლის სასწავლო წლის ზაფხულის სემესტრი და 24–25 ივლისს, მოდულის, – „დასავლეთ საქართველოში ტურის განხორციელების" ფარგლებში, კოლეჯის ადმინისტრაციის ხელშეწყობით, ჩატარდა 2 დღიანი სასწავლო–პრაქტიკული ტური მარშუტით: თბილისი–ქუთაისი–ლანჩხუთი–ბათუმი–თბილისი.

მოდულების დადასტურება და ცოდნის გაზიარება

„ახალი პროფესიული კოლეჯის“ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის გიდის პროგრამის პროფესიულმა სუდენტებმა, 2021 წლის 19 ივლისს, სსიპ ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯის სტუდენტებთან ერთად, რეალურ გარემოში დაადასტურეს ორი მოდული – მუზეუმის ტურისა და ღვინის ტურის წარმართვა.

სასწავლო-პრაქტიკული ექსკურსია ეთნოგრაფიულ მუზეუმში

მიმდინარე წლის 15 ივლისს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის გიდის პროფესიული სტუდენტები და პედაგოგი ეკატერინე ჭეიშვილი, სასწავლო_პრაქტიკულ ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში. დაათვალიერეს სამუზეუმო სივრცე და შეხვდნენ პროფესორს, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორს, ეთნოგრაფ თამილა ცაგარეიშვილს. მუზეუმის ტური საინტერესო და სამომავლო გეგმებზე ორიენტირებული აღმოჩნდა.

სასწავლო-პრაქტიკული ტური - მეორე ეტაპი

ა(ა)იპ ახალი პროფესიული კოლეჯის საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის გიდის პროფესიული სტუდენტები 2021 წლის 5 ივნისს, პედაგოგებთან, - ეკატერინე ჭეიშვილთან და რევაზ ბიწკინაშვილთან ერთად იმყოფებოდნენ პრაქტიკულ საველე ექსკურსიაზე მარშრუტით: თბილისი - წვერის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია - ბეთანიის მონასტერი.
სტუდენტებმა რეალურ გარემოში ჩაატარეს ექსკურსია და წარმატებით დაადასტურეს „ტურისტული ჯგუფის მართვის" მოდულის შედეგი.