Proficollege

http://www.1canadianantibiotics.com/

პარაკლისი წმინდა ექვთიმე ღვთისკაცის კოლეჯში

2014 წლის 9 დეკემბერს წმინდა ექვთიმე ღვთისკაცის სახელობის პროფესიულ-საგანმანათლებლო კოლეჯში, კოლეჯის დირექტორის თხოვნით და მოწვევით, მობრძანდა მღვდელმონაზონი მირიანი (შენგელია). დალოცა სტუდენტები, პედაგოგები, ადმინისტრაცია. გადაიხადა ღვთისმშობლის პარაკლისი, ჩაატარა ზეთისცხება და გადაიხადა მიცვალებულთა მოსახსენიებელი პანაშვიდი.

ბუღალტერის სპეციალობის პროფესიული სტუდენტების სემინარი

წმ. ექვთიმე ღვთისკაცის სახელობის საგანმანათლებლო კოლეჯში, ბუღალტერის სპეციალობის პროფესიული სტუდენტებისთვის ჩატარდა სემინარი შემდეგ თემებზე:

   1.  აღრიცხვის სახეები;
   2.  ბუღალტრული აღრიცხვის საგანი და მეთოდი;
   3.  ბუღალტრული ბალანსი;
   4.  ბუღალტრული ანგარიშები;
   5.  ბუღალტრული გატარებების შედგენა.

კორესპონდენტის სპეციალობის პროფესიული სტუდენტების სემინარი

წმ. ექვთიმე ღვთისკაცის სახელობის საგანმანათლებლო კოლეჯში, კორესპონდენტის სპეციალობის პროფესიული სტუდენტებისთვის ჩატარდა სემინარი შემდეგ თემებზე:

  1.  საინფორმაციო სამსახურის სტრუქტურა და მუშაობის პრინციპები;
  2.  საინფორმაციო გამოშვება - კონტეტი (შინაარსი). რეპორტაჟების თემატიკა და ჟანრობრივი დიფერენციაცია;
  3.  პრაქტიკული მეცადინეობა - LIFE TO TAPE, გადაფარვა, ,,კორესპოდენტი კადრში”.

მემინანქრის სპეციალობის პროფესიული სტუდენტების სემინარი

  წმ. ექვთიმე ღვთისკაცის სახელობის საგანმანათლებლო კოლეჯში, მემინანქრის სპეციალობის პროფესიული სტუდენტებისთვის ჩატარდა სემინარი შემდეგ თემებზე:

     1.  ტიხრული მინანქრის ისტორია;
     2.  ლითონების კლასიფიკაცია;
     3.  ტიხრის დამზადება (პრაქტიკული ჩვენება);
     4.  უსაფრთხოების წესების დაცვა.