დისტანციური სწავლების გახანგრძლივება
2020 წლის 15 ოქტომბერს, ა(ა)იპ ახალ პროფესიულ კოლეჯში ჯანდაცვის სამინისტროს, შრომის უსაფრთხოების სამსახურმა განხორციელა შემოწმება ახალი კორონავირუსით გამოწვეულ ინფექციასთან დაკავშირებული რეკომენდაციების დაკმაყოფილების თაობაზე.
კომისიის გადაწყვეტილებით, გაიცა დადებითი დასკვნა სწავლების არადისტანციურ, რეალურ გარემოში დაწყების თაობაზე.
საქართველოს მთავრობის რეკომენდაციების გათვალისწინებით, დაწესებულებებს, რომელთაც გააჩნიათ რესურსი სასწავლო პროცესი გააგრძელონ ონლაინ რეჟიმში, ქვეყანაში შექმნილი გართულებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება სასწავლო პროცესი კვლავ გავაგრძელოთ დისტანციურ რეჟიმში.
ონლაინ ლექციების ცხრილი ტრადიციულად განთავსდება დაწესებულების ოფიციალურ საიტსა და ფეისბუქ ჯგუფში.
მოდულების დადასტურება განხორციელდება კოლეჯში, რეალურ გარემოში - 2020 წლის 21 ოქტომბრიდან - 3 ნოემბრის ჩათვლით.
გისურვებთ ჯანმრთელობას !