პროგრამის მიზანი:

პროგრამის მიზანია, თანამედროვე ტურისტული ინდუსტრიის შემადგენელი ნაწილის – რელიგიური
ტურიზმისთვის კვალიფიციური გიდის მომზადება, საქართველოში რელიგიური ტურების წარმართვის მიზნით.

სწავლების პროცესში მსმენელები დაეუფლებიან რელიგიის ისტორიის საკითხებს და საქართველოს
ტერიტორიაზე არსებულ სხვადასხვა სასულიერო თუ საკულტო დანიშნულების ძეგლებში ტურის
ჩატარების პრაქტიკულ უნარ–ჩვევებს.

პროგრამის შინაარსი:

• რელიგიის ისტორია, მსოფლიოს ძირითადი რელიგიები, საქართველოში არსებული
რელიგიური კონფესიები;
• საქართველოში მოღვაწე წმინდანათა ცხოვრება;
• ტურიზმის არსი, რელიგიური ტურიზმის თავისებურებები;
• ტურის დაგეგმვა რეგიონის/რაიონის გეოგრაფიული და კლიმატური თავისებურებების
შესაბამისად;
• მომსახურების მომწოდებლების შერჩევა და კონტაქტების დამყარება;
• ტურის მსვლელობისას გარემოსდაცვითი ღონისძიებების დახასიათება/ჩატარება;
• მომსახურების ხარისხის მენეჯმენტი;
• ექსკურსიის ტექნოლოგიური რუქა, მომზადების წესი;
• ტურის დაწყებისთვის საჭირო ინფორმაციების პორტფოლიოს მომზადება, ტურის განრიგის
შედგენა, დეტალური გეგმა და დროის მენეჯმენტი;
• რელიგიური ტურის განხორცილებისთვის რეგიონის/რაიონის მონასტრების და კულტურული
ძეგლების აღწერა;
• ტურის განხორციელებისთვის რეგიონის/რაიონის მართლმადიდებლური ეკლესია-
მონასტრების ან/და ღირსშესანიშნაობების შესახებ ინფორმაციის სხვადასხვა წყაროდან
მოძიება/დამუშავება;
• ტურისტული ჯგუფის სპეციფიკის (ტურისტების ვინაობა, ასაკი, განათლება, რელიგია,
ეთნიკური წარმომავლობა) გათვალისწინებით, რელიგიური ტურის პროგრამის შემდგენა
საექსკურსიო გეგმის მოთხოვნების შესაბამისად;
• ტურისტულ ჯგუფებთან დიფერენცირებული მიდგომის აუცილებლობის განმარტება;
• ტურისტების ინსტრუქტირება საორგანიზაციო საკითხების შესახებ;
• რელიგიური ტურის (ექსკურსიის) მეთოდიკის (ჩვენება, თხრობა, ჩვენებისა და თხრობის
თანხვედრა, ვიზუალური და ვერბალური კონტაქტი, ქრონომეტრაჟი და პაუზები) დაცვით
წარმართვა;
• ტურის წარმართვა ეთიკის ზოგადი წესებისა და ეტიკეტის თავისებურებების (ჯგუფის
წევრებთან ურთიერთობა მათი ეთნიკური, ეროვნული, რელიგიური წესების პატივისცემით)
დაცვით;
• ტურისტებთან ურთიერთობის წარმართვა სტუმარმასპინძლობის პრინციპების დაცვით;
• გადახდილი თანხების ამსახველი შესაბამისი ფინანსური დოკუმენტაციის მიღება;
• სააღრიცხვო დოკუმენტაციის დამუშავება დადგენილი კანონმდებლობის შესაბამისად;
• ტურისტული ჯგუფის წევრების გამოკითხვის ჩატარების მეთოდოლოგია წინასწარ
შედგენილი კითხვარების მეშვეობით; კითხვარების ანალიზი;
• ტურის ანალიზი და შეფასება; ჩატარებული ტურის ანგარიშის მომზადება/პრეზენტაცია.

შეფასებები:

წერითი მეთოდი - ტესტი ან/ ზეპირი გამოკითხვა; პრაქტიკული დავალება;

ტექნიკური აღწერილობა

სწავლის ხანგრძლივობა: 12 კვირა (3 თვე) - 240 საათი. მოიცავს, როგორც თეორიულ, ასევე
პრაქტიკულ მეცადინეობას. პროგრამა ითვალისწინებს სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ფორმას.

სწავლების ენა: ქართული

სწავლების ფორმა – დისტანციური;

მისაღები პროცედურები

პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: სრული ზოგადი განათლება;
დაინტერესებულმა პირებმა რეგისტრაცია (ბოლო ვადა 2021 წლის 1 ოქტომბერი) უნდა გაიარონ
შემდეგ ბმულზე: https://vet.emis.ge/#/training-registration
რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, ჩატარდება გასაუბრება, რომლის დროსაც მსმენელმა უნდა
წარმოადგინოს (მატერიალური ან ციფრული სახით) პირადობის მოწმობა და განათლების
დამადასტურებელი დოკუმნეტი;
შერჩევის კრიტერიუმები:
• მოტივაცია
• კომუნიკაციის უნარი
• საოფისე პროგრამების ცოდნა
სწავლა დაიწყება 2021 წლის 4 ოქტომბრიდან;

სწავლის საფასური

პროგრამის ღირებულება:  400 ლარი

გადახდის გრაფიკი: თანხის ნაწილი, 200 ლარი უნდა ჩაირიცხოს სწავლის დაწყებამდე, ხოლო მეორე
ნაწილი სწავლის დასრულებამდე 1 თვით ადრე.

ოჯახის წევრების სწავლის შემთხვევაში, მეორე და მესამე პირს სწავლის საფასური გაუნახევრდება.

საბანკო რეკვიზიტები:

სს „ თიბისი ბანკი“
საბანკო კოდი: TBCBGE22
მიმღების დასახელება: ა(ა)იპ ახალი პროფესიული კოლეჯი
ანგარიშის ნომერი: GE34TB7078836080100004
გადახდისას, დანიშნულებაში მიუთითეთ პირადი ნომერი და პროგრამის სახელწოდება.

სერთიფიკატი

პროგრამის ყველა შედეგის დასრულების შემდეგ, მსმენელებს გადაეცემათ  სახელმწიფოს მიერ
აღიარებული  სერტიფიკატი.

საკონტაქტო ინფორმაცია

ა(ა)იპ ახალი პროფესიული კოლეჯი, ქ. თბილისი, (სოფელი დიღომი), დავით აღმაშენებლის ქუჩა 52
ტელ: 591002025
ელ. ფოსტა: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.